19:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 14:54:12, 654 ნახვა

საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო.

ცენტრალურის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3220 მსურველი (ქალი - 2186 კაცი - 1034), გამოცდას ეტაპობრივად 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩააბარებს.

როგორც დღეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სერტიფიცირება საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენას ისახავს მიზნად; სერტიფიცირება საკანონმდებლო მოთხოვნაა, რომელიც შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციას, მაღალკვალიფიციური მოხელეების  შერჩევაში შეუწყობს ხელს.

საგამოცდო პროცესს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს. თავად გამოცდის მიმდინარეობას კი არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ დააკვირდება.

გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა 1 საათია და ელექტრონული ტესტირების მეთოდით ტარდება. თითოეულმა გამოსაცდელმა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით მოცემული 30 საგამოცდო ტესტიდან სერტიფიკატის მისაღებად 24-ს სწორი პასუხი უნდა გასცეს. 

გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს სერტიფიკატი ადგილზე გადაეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics