2020-11-30 12:39:12, 1040 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 26 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 368 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 26 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2 295 654-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსს 368 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 39 895-ს მიაღწია.
რუსეთში საერთო ჯამში კორონავირუსისგან 1 778 704 ადამიანი განიკურნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,