|
2020-11-30 11:22:12, 633 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - დღეს წარვადგენთ ექსპერტიზის ახალ დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ სადაო რუკები კარტოგრაფიულად უვარგისია
„კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს დღეს ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარუდგენენ. მისი თქმით, ექსპერტიზა ადასტურებს, რომ სადაო რუკები, რომლის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები პასუხისგებაში მისცეს, კარტოგრაფიულად უვარგისია. „პროკურატურის პოზიცია ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. თუმცა, ლოგიკურია, რომ მათი ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ. ჩვენი პოზიცია არის, რომ დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები პატიმრობიდან და დამატებით ვთავაზობთ სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს რომ იყვნენ ბრალდებულების თავდებები. ჩვენ დღეს წარმოვადგენთ სასამართლოში ახალ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ ის სადაო რუკები, რომლის არ გამოყენებისთვისაც პასუხისგებაში მისცეს ბრალდებულები არის უვარგისი კარტოგრაფიულად, მასზე დატანილი მონაცემები არის სრულ აცდენაში რეალობასთან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ მათ შეამოწმეს ეს რუკები, იყო გამოუსადეგარი და ამიტომ არ გამოიყენეს ისინი“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)