08:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 18:20:40, 519 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტრო მალავს საბუთებს, რომელიც ილიჩოვასა და მელაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო მალავს საბუთებს, რომელიც ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი ენით აუწერელი უსამართლობა, რაც ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული პირების მიმართ ხდება, ამ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც აღარ არის საბჭოთა კავშირი, ჩვენ რეალურად არ გვქონია.

„ასეთი ენით აუწერელი უსამართლობა ამ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში აღარ არის საბჭოთა კავშირი, ჩვენ რეალურად არ გვქონია. მე მესმის, რომ შეიძლება ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ორი ადამიანი არის რაღაცა განყენებული პრობლემა, მაგრამ ეს არ არის განყენებული პრობლემა იმიტომ, რომ იცით ეს ყველაფერი რას ნიშნავს, რომ ხვალ ხელისუფლება თუ დასჭირდა, ნებისმიერი მოქალაქე ნებისმიერი ბრალდებით დააკავონ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მალავს რეალურად იმ საბუთებს, რომელიც ადასტურებს მათ უდანაშაულობას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს წავიდეს საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გზით“, - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics