12:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 14:31:53, 636 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა მარტოხელა მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების შესაძენადაა განკუთვნილი.

„იცით, რომ ხვალიდან, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ქალაქების წერტილოვანი შეზღუდვა არის გადაწყვეტილი, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ჩვენ გამოვნახეთ საშუალება და გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი იმისთვის, რომ საკვები პროდუქტებით დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს.

როდესაც პანდემიის პირველი ტალღა გვქონდა ქვეყანაში, ამ მიდგომით ძალიან ბევრ ოჯახს დავეხმარეთ, რათა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა მათი მდგომარეობა. ამჯერადაც, წინასაახალწლო დღეებში, ანალოგიურად უზრუნველვყოფთ მოხუცებს, რომლებიც ყველაზე მეტად შედიან რისკ-ჯგუფებში და მათ არ აქვთ შესაძლებლობა გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ამ მიზნით ამჯერადაც შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, რომელშიც ბიზნეს-სექტორი ჩაერთვება.

„ძალიან ბევრი ზარი შემოდის ბიზნეს-სექტორიდან და გამოთქვამენ მზადყოფნას ამ პროცესში ჩართულობისა და დახმარებისთვის. ჩვენ, როგორც პანდემიის პირველ ეტაპზე, ახლაც ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც ყველა ადამიანს, ყველა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელს, ვისაც აქვს სურვილი, ყველანაირ შესაძლებლობას მივცემთ, რომ ჩაერთოს ამ წამოწყებაში.

მინდა მოვუწოდო გამგეობებს, გამგეობების ყველა თანამშრომელს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, დავიწყოთ ამ პროგრამის განხორციელება და უზრუნველვყოთ საკვები პროდუქტით ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics