19:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 20:40:21, 604 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელს ელენა ჟოლიკს შეხვდა, რომელმაც დღეს მონაწილეობა მიიღო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თბილისში აღნიშნული კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიმართულებით.

ელენა ჟოლიკის განცხადებით, ევროპის საბჭო გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც რისკების შეფასების, ისე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შექმნის მიმართულებითაც.

როგორც აღინიშნა, ქართული მხარე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, გააგრძელებს თანამშრომლობას ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შემფასებელ ექსპერტთა ევროპის საბჭოს კომიტეტთან (MONEYVAL) და ფინანსური ქმედების ჯგუფთან (FATF) მათი რეკომენდაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics