|
2020-11-26 12:37:49, 772 ნახვა
საზოგადოება
რა შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნოემბრიდან - „ექსპრესნიუსისთვის“ რეგულაციების სავარაუდო სცენარი გახდა ცნობილი
მთავრობა ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ახალი შეზღუდვების შემოღებასა და არსებული შეზღუდვების გამკაცრებაზე, ამ წუთებში მსჯელობს. „ექსპრესნიუსისთვის“ რეგულაციების სამუშაო ვარიანტი გახდა ცნობილი, რომლებიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 2 თვით გაგრძელდება. გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ კომენდატი საათი 22:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათიდან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება. 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას შეაჩერებს. ამასთანავე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, სადეზინფექციო ნაწარმის მაღაზიებისა) დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებ მუშაობას. ამასთანავე, ბაზრობები გადავლენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, სპორტდარბაზები და საცურაო აუზები კი, შეაჩერებენ მუშაობას. აღნიშნული შეზღუდვები შემსუბუქდება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, კერძოდ, დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 1 იანვრის დილის 05:00 საათამდე არ იმოქმედებს, თუმცა რესტორნები გატანის სერვისით იმუშავებენ. რაც შეეხება ღია და დახურულ ბაზრობებს, ასევე სავაჭრო ობიექტებს მუშაობა წესების დაცვით მოუწევთ. 24 დეკემბრიდან 3 იანვრმდე მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანპოსრტი მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვით იმოძრავებს. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვები ზამთრის კურორტებსაც შეეხება, კერძოდ, გუდაურს, ბაკურიანს, აჭარას, გურიას, ყაზბეგს, სვანეთსა და აბასთუმანს. აღნიშნულ კურორტებზე შეჩერდება საბაგიროების მუშაობა, იმუშავებენ მხოლოდ ისეთი სასტუმროები, რომლებიც კოვიდცენტრებად არიან გადაკეთებულნი, რესტორნები, სავაჭრო და კვების ობიექტები კი, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)