|
2020-11-25 17:34:34, 452 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირმა საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო
დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია. 2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. „დახმარების შემადგენელი ნაწილებია: 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას; 25 მილიონი ევრო არის ბოლო ტრანში 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან. საერთო ჯამში, 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო - გრანტის სახით გაიცემა. 75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან ევროკავშირის საქართველოს მთავრობასთან რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოჰყვება. რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის, მმართველობის (განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად), ენერგეტიკის სექტორისა და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროებში უნდა განხორცილდეს. თუ მთავრობამ ეს შეთანხმებული რეფორმები გაატარა, 2021 წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში დამატებით 75 მილიონი ევროს გამოყოფა. 2018 წლის აპრილში დამტკიცებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ტრანშის მეორე ნაწილი (25 მილიონი ევრო) სესხების (20 მლნ ევრო) და გრანტის (5 მლნ ევრო) სახით გასაცემი თანხებისგან შედგება. პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული შეთანხმებული პირობების შესრულებამ ამ მეორე ტრანშისთვის შესაძლებელი გახდა რეფორმების გატარება სახელმწიფო ფინანსების მართვის, ფინანსური სექტორის, სოციალური და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკისა და ბიზნეს გარემოს სფეროებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აღნიშნავს, ეს არის ევროკავშირის საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი. „ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ვამაყობთ, რომ ამ თანხებს გამოვყოფთ, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა მთავრობამ თავისი მოქალაქეებისა და კომპანიების საუკეთესო მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილება შეძლოს. ეს არის ევროკავშირის საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი. ასევე მიგვაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ დახმარებასთან დაკავშირებული შეთანხმებული რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოვების გრძელვადიან პერსპექტივას და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება კონკრეტული სარგებელს მომტანი ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, შრომის უსაფრთხოება და პენსიები“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. დღევნდელი ტრანში ევროკავშირის მიერ საქართველოთვის, იორდანიასა და მოლდოვასთვის უფრო ფართო, 400 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)