2015-09-25 17:19:52, 600 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ნიდერლანდების დელეგაცია სტუმრობდა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და დოკუმენტირების საკითხებში ნიდერლანდების მიგრაციის სამსახურის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი უძღვებოდა და მასში მონაწილეობას სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები იღებდნენ. ექსპერტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საქართველოში, კერძოდ, სერვისების განვითარების სააგენტოში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების გაცემის სპეციფიკასა და პროცედურებს გაცნობოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან