|
2020-11-24 13:02:14, 522 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდას და კონკრეტულ დღეებში სავაჭრო ცენტრების დახურვას განიხილავს
მთავრობა გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდას და კონკრეტულ დღეებში სავაჭრო ცენტრების დახურვას განიხილავს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „თვეების განმავლობაში ეპიდემიოლოგებისგან ვიცით, ყველაზე აქტიური და ქმედით ზომა არის მობილობის შემცირება, სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომლებიც ერთის მხრივ შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორეს მხრივ ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან ან მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობას ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)