08:34 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 11:15:03, 1068 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 932 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 413 პირი იმყოფება.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 734, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში - 457, აჭარაში - 154, იმერეთში - 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 108, იმერეთში - 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 - თბილისში,  2 013 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.

სულ  6 ოქტომბრიდან - 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 652 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 938 პირი, აჭარაში - 14 779, იმერეთში - 5 243“, -  განაცხადა ბერდია სიჭინავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics