2020-11-22 15:14:43, 3268 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Апсныпресс, ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადამყოფოში ამ დროისთვის კლინიკაში 78 ადამიანი მკურნალობს და მათგან ახალი კორონავირუსი 69-ს დაუდასტურდა.
25 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და 22-ის კი საშუალო სიმძიმის.
სოხუმის საავადმყოფოში 28 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
შეგახსენებთ, რომ მთლიანი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მთლიანად 5 380 ინფიცირების შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 68 ადამიანი გარდაიცვალა და 3 616 კი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,