|
2020-11-21 17:19:03, 567 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ივანიშვილის საარჩევნო კაბინის დეზინფექციით გვაჩვენეს, რომ სხვების ჯანმრთელობას მათთვის ფასი არ აქვს
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ყუთისთვის დეზინფექციის ჩატარება არის გამოვლინება სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების მოსახლეობის მიმართ. ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმ სისტემისთვის, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ინტერესებს ფასი არ აქვს. „ის პროცესი რაც დღეს ხდება, საბჭოთა ტრადიციებში ერთი პარტიის მიერ რაღაცა მასკარადის ჩატარება, რაც შეესაბამება კიდეც ივანიშვილის კლოუნებს, ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ კიდევ ერთი სამარცხვინო, მახინჯი გამოვლინება იმ კატასტროფული გზის, რა გზაზეც ჩვენი ქვეყანა დააყენა ივანიშვილმა, ამ სამარცხვინო ოლიგარქმა. ჩვენ ვნახეთ, როცა ის მივიდა ამ ვითომ არჩევნების პროცესზე ხმის მისაცემად, როგორ გაწმინდეს და დეზინფექცია გაუკეთეს საარჩევნო ყუთს მისთვის. ეს არის გამოვლინება ყველაზე უფრო სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისათვის, უპატივცემულო ყველა მოქალაქის მიმართ, ამ დამოკიდებულების, რომ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და რომლის ჯანმრთელობასაც აყენებენ უფრო წინ, ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას, უფლებებსა და ინტერესს. ეს ყველაფერი ხდება საჯაროდ უტიფრად, არც დაუმალავათ ისე გვაჩვენეს, როდესაც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სხვების სიცოხლეს, ჯანმრთელობას, უფლებებს, ინტერესებს ფასი იმ სისტემისთვის რაც ივანიშვილმა შექმნა, არ აქვს. ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის შეხსენება, როგორ სახიფათო ზღვარზე არის მისული ვითარება ივანიშვილის გამო და როგორი ეროვნული, ჩვენი ღირსების, უფლებების, მომავლის ინტერესია, რომ ეს კაცი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ და არასოდეს არ დავუშვათ, რომ ვინმე ესე ექცეოდეს ჩვენ საზოგადოებას.“ - განაცხადა ბოკერიამ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)