|
2020-11-21 13:02:53, 52247 ნახვა
უსკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩევლის 8.58%-იანი აქტივობა დაფიქსირდა
უსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ნესტან ნაკაშიძის განცხადებით, 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობამ 8.58% შეადგინა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში, ხოლო ყველაზე დაბალი ბათუმში დაფიქსირდა. „წარმოგიდგენთ ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელს 12 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონის ორი მაჟორიტარული ოლქისათვის. #28-ე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში 12 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10 504-მა ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 7.14%-ს. #30-ე უბანზე ხელვაჩაური-წედა-შუახევის მაჟორიტარულ ოლქში 10 430-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც 10.78%-ს შეადგენს. ჯამში, 12 საათის მდგომარეობით არის 8.58% აქტივობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ტრადიციულად ქედის ოლქში 13.17%, ხოლო ყველაზე მცირე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში - 7.14%“, - განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)