|
2020-11-21 10:42:15, 51259 ნახვა
კახა კალაძე - მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევა პარლამენტში და იქ გააგრელებს მუშაობას
მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევა პარლამენტში და იქ გააგრელებს მუშაობას, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურზე ოპოზიციის ბოიკოტს. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. „დღეს ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებულ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პოლიტიკური ჩიხს, იცით, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია, ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და იქ გაგრძელდება მუშაობა. ხელახალი არჩევნების ჩატარების არანირი საფუძველი არ არსებობს. საზოგადოებამ პოლიტიკურ გუნდებს, პოლიტიკოსებს მისცა ხმა, რადგან მათ იმუშაონ პარლამენტიდან, შესაბამისად, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია, ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლების. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა არიან კონკრეტული ადამიანები, მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება“, – განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)