15:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 18:03:46, 577 ნახვა

საზოგადოება
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ - სრულ კოორდინაციაში ვართ შსს-თან და ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“, სადაც შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მოქმედებს მათი მითითებების შესაბამისად.

„გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება „ემბისი“-ს უპირველესი ამოცანაა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც ცნობილია, შენობაში მას 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics