2020-11-20 16:31:07, 1439 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმში, კლინიკა „მედცნტრში“ კორონავირუსით 73 წლის ექიმი გარდაიცვალა
ბათუმში კლინიკა „მედცნტრში“ კორონავირუსით 73 წლის ექიმი გარდაიცვალა.
როგორც „მედცენტრის“ ექიმმა, ზვიად ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
„პაციენტი ჩვენი კლინიკის ექიმი იყო, 14 ნოემბერს კოვიდადასტურებული, ფილტვების 80 პროცენტი დაზიანებით მოათავსეს. მას გულის იშემიური დაავადება აღენიშნებოდა, – შუნტირება ჰქონდა გაკეთებული. 73 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და სამწუხაროდ დღეს გარდაიცვალა“, – განაცხადა ზვიად ბახტაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან