|
2020-11-19 15:28:48, 515 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება იზრდება
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება იზრდება და ბიუჯეტის პროექტი 150 მილიონ 100 ათასი ლარით განისაზღვრა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური ტრანსფერი შეადგენს - 45 მილიონ ლარს, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 1 მილიონ ლარამდე. გასულ წელთან შეადარებით, 1 მილიონ 268 ათასი ლარით მცირდება ხარჯვითი ნაწილი, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ და სხვადასხვა ტიპის ხარჯებს. 1 მილიონ 100 ათასამდე ლარით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსების ნაწილი. მიმდინარე პროგრამებს ემატება შემდეგი ღონისძიებები: · სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულა) ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ყოველთვიური მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით. · სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულა) ერთ წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური მატერიალური დახმარებოს ოდენობა იზრდება და განისაზღვრება 90 ლარით, ნაცვლად 60 ლარისა. · თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურების ფარგლებში მომსახურება გაეწევა დამატებით 50 ბენეფიციარს და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 100-ს. · მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ვეტერანი, შშმ პირი და ვეტერანი, გათვალისწინებული იქნება ერთდროულად ორი 200 ლარიანი ვაუჩერის გაცემა. შრომითი ანაზღაურება გაეზრდებათ: მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს, ბათუმის საბავშვო ბაღებს, კერძოდ: ბაღის აღმზრდელებს, აღმზრდელის თანაშემწეებს, მედდებს, მზარეულებსა და ტექნიკურ პერსონალს. 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად განისაზღვრა ინფრასტრუქტურული პროექტები. 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მცირდება საერთაშორისო პროექტების თანადაფინანსების წილი. აქედან გამომდინარე, მუნიციპალური ფინანსური რესურსები მიიმართება კაპიტალურ პროექტებზე. შესაბამისად, მიმდინარე წელთან მიმართებაში - · საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება იზრდება ნახევარ მილიონამდე ლარით. · სანიაღვრე სისტემების მოწყობისთვის გათვალისწინებული თანხა იზრდება 2 მილიონ 400 ათასამდე ლარით. · სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 3 მილიონ 100 ათასი ლარით. · სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა იზრდება 1 მილიონ 200 ათასი ლარით.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)