04:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 12:54:20, 539 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა - იმედი მაქვს, ოპოზიცია მოუხმობს კეთილგონიერებას და პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში გადაიტანს

იმედი მაქვს, ოპოზიცია მოუხმობს კეთილგონიერებას და პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში გადაიტანს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია, განსაკუთრებით მათი ულტრარადიკალური ნაწილი, ჩარჩენილია წარსულში.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ ჩვენი ოპოზიციონერები და გადაიტანენ თავის პროცესს და პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში, რაც ერთადერთი აპრობირებული ცივილიზებული გზაა. მოგვიწოდებენ ყველას და პირველ რიგში მათ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, იცით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომელიც ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები და ა.შ გადაიტანოს საპარლამენტო ფორმატში, მათ საინტერესო მეტაფორაც კი გამოიყენეს, რომ ეს ბოიკოტი გავს უკვე ერთხელ ნანახი ფილმის ხელახალ ყურებას, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერი ჩვენი ოპოზიციონერი, განსაკუთრებით ულტრარადიკალური ნაწილი ჩარჩენილია წარსულში, საზოგადოებრივი დაკვეთა კი სხვაა. ეს არის ევოლუცია, მშვიდობიანი განვითარება, საპარლამენტო გზა და არა ქუჩა, ამიტომაც ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც მივიდა არჩევნების დღეს საარჩევო უბანზე და არ გავიდა ქუჩაში. რაც უფრო მალე შეიტყობენ რა არის მათი ამომრჩევლის დაკვეთა, მით უფრო მეტად ადეკვატურები იქნებიან ისინი და დარჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics