02:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 11:29:14, 583 ნახვა

პოლიტიკა
საელჩო - პომპეომ პრემიერთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ევროატლანიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics