2020-11-18 11:09:31, 1416 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 371 პირი მართვით სუნთქვაზეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 371 პირი მართვით სუნთქვაზეა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 925, იმერეთში - 1 175. მძიმე პაციენტი - 836, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 140, იმერეთში - 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 371 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 115, იმერეთში - 30“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან