09:35 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 10:50:59, 1134 ნახვა

ომი უკრაინაში
მიუხედავად დისკომფორტისა და ჩემ თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მკურნალობას სახლში განაგრძობს და მიუხედავად დისკონფორტისა და არსებული მდგომარეობისა, ცდილობს იყოს მხნედ.

„მადლობა ყველას!...

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის-აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ-ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით...

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას-მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას...

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით.

ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ-პერიოდულად აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ...

იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები", - აღნიშნულ განცხადებას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics