04:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 23:35:23, 628 ნახვა

კომენტარი
ბოკერია პომპეოს ჩამოსვლაზე - საინტერესოა, ამის შემდეგ ივანიშვილი რამდენს გარისკავს, რომ ეს კატა-თაგვობანა ეთამაშოს საზოგადოებას

„საინტერესოა, ამის შემდეგ ივანიშვილი რამდენს გარისკავს, რომ ეს კატა-თაგვობანა ეთამაშოს საზოგადოებას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ერთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი განწირულია, თუმცა ეს ფაქტი ქვეყანას ნაკლებ ფასად უნდა დაუჯდეს.

„ამის შემდეგ ივანიშვილი რამდენს გარისკავს, რომ ეს კატა-თაგვობანა ეთამაშოს ქართულ საზოგადოებას და თავისუფალ სამყაროს...

ამ შემთხვევაში წინა სტუმარს, მამუკა ხაზარაძეს უნდა დავეთანხმო – ანალოგია მთლად ზუსტი არ არის, მაგრამ სწორია გახსენება როგორ იქცეოდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, გახსოვთ ხო თავის კლოუნების ერთი პლეადა გაგზავნა, დაპირდნენ, შემდეგ გადაგდება სცადა.

ანუ ამ რეზინას წელავს. გარისკა. ოღონდ შეიძლება გაუწყდეს ეს რეზინა, ეს მოუვიდა იანუკოვიჩს. ძალიან სარისკო თამაშს თამაშობს როგორც მისთვის პერსონალურად, ასევე, ქვეყნისთვის.

ჩვენ არ გვინდა, რომ ესე მოხდეს, იმიტომ რომ, ქვეყნისთვის ეს ძალიან სარისკოა. ეხლაც შეიძლება გაწელოს ეს რეზინა და ამიტომ თქვენ, რომ მკითხეთ რა მოლოდინი გაქვთო?– მე ის კი არ მითქვამს, რომ მოლოდინები არა მაქ, ამოცანები უნდა გვქონდეს. და დიახ თუ მაინცდამაინც პროგნოზზეა ლაპარაკი მე მგონია, რომ ივანიშვილი განწირულია.

ოღონდ მისი განწირულობა ჩვენ უნდა დაგვიჯდეს ნაკლებ ფასად, საკმარისი ფასი გადაიხადა ამ ქვეყანამ ივანიშვილის მავნებლობის შედეგად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics