02:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 18:05:59, 377 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე: მიმაჩნია უმრავლესობის ლიდერი აუცილებლად ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი უნდა იყოს

„მიმაჩნია, რომ უმრავლესობის ლიდერი აუცილებლად ფრაქცია „ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ურმავლესობის მოქმედმა წევრმა დავით საგანელიძემ მის შემცვლელთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, პარლამენტი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხს მომდევნო კვირის სასესიო სხდომაზე გაიტანს, ხუთშაბათს კი, მის შემცვლელზე იმსჯელებს. 

„საპროცედურო კომიტეტს მიეწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. მომდევნო კვირის სამშაბათს ალბათ კომიტეტზე განიხილავენ, ოთხშაბათს კი, სასესიო სხდომის დროს დადგება ჩემთვის უფლებამოსილების მოხსნის საკითხი. უმრავლესობის ლიდერი შესაძლოა გია ვოლსკი გახდეს, ზვიად კვაჭანტირაძეც, ისევე როგორც სხვები. ეს არის უმრავლესობის გადაწყვეტილება. როცა, უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე უკვე უმრავლესობის წევრი აღარ ვიქნები. ასე, რომ მე ყველაზე ნაკლებად მეკითხება ახლა ეს თემა. მანამდე, კი ჩემთან რა თქმა უნდა კონსულტაცია იყო“, - აღნიშნა საგანელიძემ.

საგანელიძეს მიაჩნია, რომ მისი შემცვლელი აუცილებლად „ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს. რადგან, დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული ფრაქცია ყველაზე დიდია, თუმცა, მისივე თქმით სხვა ფრაქციებსაც ჰყავთ ღირსეული წარმომადგენლები. 

„მიმაჩნია, უმრავლესობის ლიდერი აუცილებლად უნდა იყოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. რადგან ყველაზე დიდი ფრაქციაა და სამართლიანი იქნება, ამ ფრაქციის წევრი იყოს უმრავლესობის ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღირსეული პარლამენტარი, ნამდვილად გამოცდილი და ნამდვილად ძლიერი პიროვნებები არიან სხვა ფრაქციებშიც“, - განაცხადა დავით საგანელიძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად წარადგინა. 

საგანელიძის თქმით, ახალ სტრუქტურაში საქმიანობას სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან დაიწყებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics