04:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 23:16:29, 793 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - გაუგებარია, როდესაც მიკრო პარტიას ამომრჩეველი ამხელა ნდობას გამოგიცხადებს და ფეიკლიდერის გამო ამაზე უარს იტყვი

„გაუგებარია, როდესაც მიკრო პარტიას ამომრჩეველი ამხელა ნდობას გამოგიცხადებს და ფეიკლიდერის გამო ამაზე უარს იტყვი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციას დებატები პარლამენტში შედგება.

„აბსოლუტურად გაუგებარია, როცა სულ ახლახან შექმნილი პარტია იღებს ამხელა მხარდაჭერას, გადის მეორე ტურში, მაგალითად, იმ რაიონში, სადაც მე ვარ ამომრჩეველი და უარს ამბობს საბურთალოს ოლქში არჩევნებში მონაწილეობაზე მარტო იმიტომ, რომ უცხოეთში გადახვეწილმა ოპოზიციის ფეიკლიდერმა ასე მოისურვა.

გუნდში გამოუსწორებელ ოპტიმისტად მიცნობდნენ და დღესაც ასეთი ვარ - მე იმედს არ ვკარგავ, რომ მათ პასუხებს არა მხოლოდ აქ, ამ ეთერში, თქვენი დამსახურებით, არამედ პარლამენტშიც მოვისმენ და თუნდაც მწვავე დებატები გვექნება მომავალში ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე.

როდესაც მიკრო პარტიას ქმნი, იმიტომ რომ ასე იქმნება ყველა პარტია, სანამ გადიდდება და გაიზრდება, ამხელა ნდობას გამოგიცხადებენ, რომ სერგეენკოს მერე მეორე ტურში გახვალ და შენ უარს ამბობ და მიშას მოკავშირედ ხარ, იმ წარსულის ადამიანის, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ჩემში, ერთ ქართველ ამომრჩეველში გაკვირვებას იწვევს.

ფეიკლიდერში ვგულისხმობდი მიშა სააკაშვილს, მას ჰგონია, რომ ლიდერია“ , - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics