|
2020-11-17 17:24:37, 588 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - გვაქვს ძალიან წარმატებული მაგალითები, ჩვენმა დაფინანსებულმა სტარტაპებმა სილიკონ ველიდან მოიზიდეს დაფინანსება
„მოხარულები ვართ, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 100 000-ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურსს უკვე მეექვსედ აცხადებს და ინოვაციური და კრეატიული პროექტების წარმდგენ სტარტაპებს გამოავლენს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს და მხარს უჭერს სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში. „ეს საგრანტო პროგრამაც ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ დღემდე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში, ჯამურად 96 სტარტაპი დაფინანსდა. გვაქვს ძალიან წარმატებული მაგალითები, როდესაც ჩვენმა დაფინანსებულმა სტარტაპებმა სილიკონ ველიდან მოიზიდეს დაფინანსება უკვე კერძო ინვესტორების მხრიდან", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებები და შეღავათები, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობამ აიტი ინდუსტრიისთვის შემოიღო. „ჩვენ კომპანიებს მივანიჭეთ ე.წ. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეღავათით გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს ხელს შეუწყობს გლობალურ აიტი კომპანიებს, რომ დააფუძნონ მეტი წარმომადგენლობა საქართველოში და ეს სფერო მეტად განვითარდეს", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)