|
2020-11-16 16:11:37, 763 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაიწყო
დღეს ბათუმში საფუძველი ჩაეყარა ქართულ-ამერიკული აკადემია "პროგრესის" მშენებლობას, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. "საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი, აკადემია "პროგრესის" გენერალური დირექტორი და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ პროექტს ქართულ-ამერიკუ სკოლა "პროგრესის" საფუძველზე „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს. ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია იქნება დასავლეთ საქართველოში, რომელიც ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო, საშუალო განათლებას, ასევე წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს. აქვე იქნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა (American high school) მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. პროგრამა აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ. ორმაგი განათლებისა და დიპლომის უპირატესობის პარალელურად, აკადემია AP და IB − სააბიტურიენტო, საუნივერსიტეტო და კარიერულ პროგრამებს წარმოადგენს. ქართულ-ამერიკული აკადემია მის მსმენელებს ასევე პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და STEM-მიმართულებით. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლას 19 წლიანი ისტორია აქვს. სკოლა ფუნქციონირებს და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს საქართველოს სამ ქალაქში - ბათუმი, თბილისი, ქუთაისი. აკადემიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაშვილი აღნიშნავს, რომ აკადემიის პრიორიტეტია მომავლის პროფესიებზე მორგებული სწავლების დანერგვა, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და პროგრესულად მოაზროვნე თაობების აღზრდა. აკადემიის ინვესტიცია მოიცავს 10 მლნ ლარს", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)