|
2020-11-16 15:50:00, 545 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მეორე ტურში პარტიის კომისიის წევრებს 17-ვე ოლქში გაიწვევს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ 17 ოლქში, სადაც ტარდება მეორე ტურები, გამოიხმოს კომისიის წევრები, ჯამში 1922 კომისიის წევრი. მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ე.წ მეორე ტურები ფორმალურად ჩაატაროს. „ჩვენ ვნახეთ როგორ პირობებში ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს არჩევნები, ვნახეთ დაშინება, მოსყიდვა, ოქმების გაყალბება, ვნახეთ გაყალბებული ხელმოწერები და ვნახეთ, რომ არცერთი მოთხოვნა უბნების გადათვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა არც საოლქომ, არც ცესკომ და არც სასამართლოებმა, დღეს სასამართლომ კიდევ ერთი წერტილი დასვა ამ გასაჩივრების პროცედურაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმ გაცხადებულ პოზიციას, რომელიც აქვს ოპოზიციას, რომ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ და მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ 17 ოქლში, სადაც ტარდება მეორე ტურები, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები, ჯამში „ევროპული საქართველოს“ 1922 კომისიის წევრი აღარ იქნება კომისიებში მეორე ტურის დროს. ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ არამარტო პარლამენტში დარჩეს მარტო „ქართული ოცნება“, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის წევრებიც მარტო იყვენ მეორე ტურის დროს და რაც უნდათ ის გადაწერონ და რაც უნდათ ის გააყალბონ და რაც უნდათ ის დახატონ ამ ოქმებზე, ჩვენი წარმომადგენლები იქ არ იქნებიან. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური, რადგანაც ეს გზა აარჩია ივანიშვილმა. ამაზე კარგად მეტყველებს ის შეფასებებიც, რომლებიც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეებში და განსაკუთრებით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დღევანდელი შეფასება, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ის სტანდარტები, რომლებიც არჩევნებს უნდა ახლდეს, რაც კონსტიტუციაში და ახალ საარჩევნო კოდექსში არის გაწერილი. ამიტომ, ჩვენი კომისიის წევრები არ იქნებიან კომისიებში და „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს ამ ე.წ მეორე ტურების ფორმალურად ჩატარება“, - განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)