|
2020-11-16 11:09:31, 445 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით 500 Startups-ის აქსელერაციას კიდევ 15 სტარტაპი გაივლის
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოს ტოპ ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი, აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში კიდევ 15 სტარტაპს გადაამზადებს. პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება და ჯამში აქსელერაციის პროცესს გაივლის 30 სტარტაპი. საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: აშშ, სლოვაკეთი, უკრაინა, ინდოეთი, ლატვია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ჩეხეთი და სხვა შემოვიდა 140 განაცხადი, ხოლო აქსელერაციის პროგრამის მეორე ეტაპში ჩაერთვება 15 სტარტაპი: Agronavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Extra.ge, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, Trice, Activechat, YouTravel.me, Corebook, Agrolabs. პროგრამაში მონაწილეობას იღებს 11 ქართული სტარტაპი და 4 უცხოური, რომლებიც თავიანთ სტარტაპებს საქართველოში დაარეგისტრირებენ. ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის მეორე ნაკადში შერჩეული სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროცესი ონლაინ ,,ბუთქემფი“ დაიწყო და 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიც არის პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა. საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა. 500 Startups - ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპ აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)