17:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 20:46:38, 599 ნახვა

საზოგადოება
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2012-2016 წლების საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის - ავთანდილ ბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, თანამებრძოლებსა და საზოგადოებას, რომლის სამსახურშიც იყო სიცოცხლის ბოლომდე.

ავთანდილ ბერიძემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოსა და მის უსაყვარლეს კუთხეს - აჭარას მიუძღვნა. ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე ის აქტიურად ჩაება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომლის უმთავრეს პრინციპებს უშურველად უერთგულა.

სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პარალელურად, ყოველთვის იდგა იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც საქართველოს წინსვლა, აღმშენებლობა ცხოვრებისა და მოღვაწეობის უპირველესი მიზანი იყო“, - ვკითხულობთ უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ბერიძე ბოლო პერიოდში სიმსივნეს ებრძოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics