22:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 12:51:11, 487 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი - სავალუტო ფონდში კარგად იციან რა მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე მსოფლიოში, შესაბამისად, არ გაგვჭირვებია მათი დარწმუნება

 სავალუტო ფონდში კარგად იციან რა მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე მსოფლიოში, შესაბამისად არ გაგვჭირვებია მათი დარწმუნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდა ქვეყნის ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრი.

„მინდა გითხრათ, რომ არ გაგვჭირვებია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დარწმუნება იმ პარამეტრებზე, რაზეც მოხდა შეთანხმება, იმიტომ რომ სავალუტო ფონდი დამერწმუნეთ, ძალიან ადეკვატური ორგანიზაციაა. განსაკუთრებით, კრიზისების დროს. შესაბამისად, არ ყოფილა მძიმე მოლაპარაკებები, იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნებოდა ხარჯების, ასევე დეფიციტის გაზრდა, რაც თავისთავად, ხელს უწყობს ვალის მოცულობის ზრდას. რაც შეეხება 2021 წელს დასაფარ ევრობონდებს. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როცა პანდემიის გამო ჯერ კიდევ გაურკვევლობაა მსოფლიო ეკონომიკაში, უფრო ვიხრებით რეფინანსირებისკენ, თუმცა, ჩვენ წლის ბოლომდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო და შეიძლება გადავხედოთ ამ საკითხს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მივიღებთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას ევრობონდთან დაკავშირებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics