09:37 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 10:50:55, 580 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - წარმატება ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას

„წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა, დარწმუნება გამოვთქვა იმაში, რომ ჩვენ დღეს ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. 

„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ რამდენიმე ჩვენი აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან და სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ სტადიონზე ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა, დარწმუნება გამოვთქვა იმაში, რომ ჩვენ დღეს ყველანი ერთად  ვიზეიმებთ გამარჯვებას", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics