|
2020-11-12 10:11:18, 483 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „ასუნთქე მომავალი“ ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული სხვადასხვა სახეობის ენდემური ხე დაირგვება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, იური ნოზაძემ და ნინო თანდილაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანთან ერთად, გამწვანების პროექტში „ასუნთქე მომავალი“ მიიღეს მონაწილეობა. „მე მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის მხარეს, რომელიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია. მოგეხსენებათ, ჩვენ კრწანისის ტყე-პარკის განახლება-რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, ამორტიზებული ხეების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. პროექტის „ასუნთქე მომავალი” ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული სხვადასხვა სახეობის ენდემური ხე დაირგვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იური ნოზაძემ. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ კრწანისის ტყე-პარკის გამწვანებაში შეგვაქვს წვლილი. იცით, რომ გაუდაბნოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა ხეების დარგვით შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი. თითოეულ ხეს აქვს დიდი მნიშვნელობა და ეს არ არის პოპულიზმი. მოხარული ვიქნები, თუ 20 წლის შემდეგ, მექნება ამ პარკში, უკვე გაზრდილი ხეების ნახვის შესაძლებლობა“, - განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიცირებულ პროექტს საქართველოში თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტო (TIKA) ახორციელებს. გამწვანების პროექტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში მიმდინარეობს. პროექტი „ასუნთქე მომავალი“ 2019 წლის 11 ნოემბერს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მონაწილე ქვეყნებში, ჯამურად, 83 მილიონი ნერგი დაირგვება. გამწვანების აქციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და ტყის სამინისტროს, ტყის მთავარი სამმართველოს, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)