23:59 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 01:03:11, 1042 ნახვა

პოლიტიკა
ყარაბაღში რუსებთან ერთად თურქი სამხედროებიც ჩადგებიან - მემორანდუმი ხელმოწერილია

რუს ე.წ მშვიდობისმყოფელებთან ერთად, გათავისუფლებული ყარაბაღის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ძალებიც განთავსდებიან. - ТАСС იუწყება, რომ  ცოტახნის წინ, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სერგეი შაიგუმ და ხულუსი აკარამ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისთვის ერთობლივი ცენტრის შესაქმნელად მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრი აზერბაიჯანის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიაზე მოეწყობა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებას აწარმოებს. ისევე როგორც მოიცავს, 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პირობების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
"რუსეთის მხარესთან მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, შიემნება რუსულ-თურქული ცენტრი, საიდანაც ჩვენი სამხედროები გააკონტროლებენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაურღვევლობას" - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც ქვეყნის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იმედი გამოთქვა, რომ იმ სამუშაოს, რასაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები გასწევენ, მშვიდობას და სტაბილურობას მოუტანს რეგიონს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განმარტებით, მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის შექმნა, მხარეებს შორის რეჟიმის დაცვის საიმედო კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics