2020-11-12 00:20:26, 1542 ნახვა
ომი უკრაინაში
ზუგდიდის მერს კოვიდ-19 დაუდასტურდა
ზუგდიდის მერს, გეგა შენგელიას კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შენგელია Facebook-ზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძობს.
„ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში - დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!“, - წერს შენგელია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,