18:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 12:58:31, 607 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტისგან სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური გზით ურთიერთობის დალაგებას ითხოვენ.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ევრაზიული კავშირის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, დღევანდელი აქციის მიზანია, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოცხადოს. ვითხოვთ, რომ საქართველო არ იყოს არცერთ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებული. ვითხოვთ, რომ უცხო ქვეყნის არც ერთი ბაზა არ იყოს საქართველოში და მათ შორის არც რუსეთის. აღდგეს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ეს მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. თუ აქ დარჩა ნატო-ს საწვრთნელი ბაზები რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი იქნება და ეს მთლიანად შეიძლება საქართველოს ოკუპაციით დამთავრდეს. საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოცხადოს“, - განაცხადა ჭყოიძემ.

აქციას ასევე უერთდება „ერეკლე მეორის საზოგადოება“. ისინი ტრანსპფარანტებით და შეძახილებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიემართებიან.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 10-მდე ეკიპაჟი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics