|
2020-11-11 13:50:01, 527 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - სასამართლომ პარტიებისა და არასამთავრობოების საჩივრების 99% უბნების გადათვლაზე, არ დააკმაყოფილა
ის იურიდიული გზა, რომელიც აქამდე არსებობდა, პრაქტიკულად დღეს დაიხურა და სასამართლომ 99%-ში არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხვოვნა, რომ გადათვლილიყო უბნები - კაპანაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით , პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საოლქო კომისიებსა და სასამართლოში შეტანილი სარჩელები არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, უბნებზე, სადაც მკაფიოდ იყო დისბალანსი და არსებობდა ე.წ კარუსელების ეჭვი, საოლქო კომისიებმა გადათვლაზე უარი განაცხადეს. „ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დღეებში სასამართლოებმა დაამთავრეს განხილვა იმ საჩივრების, რომელიც შეტანილი იქნა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ევროპული საქართველოს მიერ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ 99% ამ სარჩელების არ იქნა დაკმაყოფილებული. ანუ რეალურად, ის იურიდიული გზა, რომელიც არსებობს კანონში გათვალისწინებული და რომელიც აირჩია ევროპულმა საქართველომ და ასევე სხვა ოპოზიურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პრაქტიკულად დამთავრდა წარუმატებლად, გამოდინარე იქედან, რომ აბსოლიტურ უმრავლესობაში იმ უბნებზე, სადაც გვქონდა სრულის საფუძველი გვევარაუდა, რომ ან ბიულეტენები აკლდა ან ბიულეტენები იყო ზედმატად ჩაყრილი, სადაც არ ბალანსდებოდა ოქმები, რომ იქ ყოფილიყო გადათვლა ან მომხდარიყო ამის გაუქმება, თითქმის ყველგან გვითხრეს უარი. ეხლა მინდა 2 მაგალითი მოგიყვანოთ, თუ რა შემთხვევებზე აქვთ უარი ნათქვამი და რეალურად რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ აქედან. 22-ე ოლქის 57-ე უბანი, სადაც არის ძალიან საინტერესო შემთხვევა, 202 ხელმოწერა არის ზედმეტი. ანუ 202-ით მეტი ადამიანი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე იპოვეს ბიულეტენი. ბუნებრივია, ასეთი უბანი რომ გაუქმდეს, ან გადაითვალოს არის ძალიან ლოგიკური, ეს იყო მოთხოვნილი პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, სასამართლომ თქვა უარი ასეთი უბნის გადათვლაზე. ჩემს ხელთ არის ასეთი ძალიან ბევრი უბანი, სადაც ზედმეტია ათეულობით ხელმოწერა. ამ უბნებში აშკარაა, რომ ორი რამ ხდებოდა, ან იყო კარუსელები, როდესაც ცარიელი ბიულეტენები გაჰქონდათ, ან უბრალოდ ხმები, რომლებიც მიიღო რომელიმე ოპოზიცურმა პარტიამ, არის დაკლებული და ამიტომ არის ამხელა სხვაობა. ამ ყველა უბნის გადათვლაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი და სასამართლო ამ შემთხვევაში ხელისუფლების გაგრძლელებას წარმოადგენს ამ საქმეში, რომ სიმართლე დადგენილიყო ლეგალური გზით. ჩვენ ასევე გვაქვს შემთხვევა 73-ე უბანზე, საბურთალოზე, სადაც ჩვენ მოვითხოვეთ გადათვლა, საუბნო კომისიამ გვითხრა უარი, შემდეგ სასამართლომ საჩვენებლად დააკმაყოფილა გადათვლის მოთხოვნა და როდესაც გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ ევროპული საქართველოს 35 ბიულეტენი იყო სხვა პარტიაზე დამატებული. პრაქტიკულად, ეს იურიდიული პროცესი დასრულდა გუშინ, დღეს საოლქოები შეაჯამებენ ოლქებს, ევროპული საქართველო არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს ამ შემაჯამებელ ოქმებს და მათაც გაასაჩივრებს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რო ის იურიდიული გზა, რომელიც აქამდე არსებობდა, პრაქტიკულად დღეს დაიხურა და სასამართლოებმა 99%-ში არ დააკმაყოფილა არც პოლიტიკური ძალების და არც არასამათვრო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ უბნები ყოფილიყო ან გახსნილი, ან გადათვლილი“, - განაცხადა კაპანაძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)