2020-11-11 13:03:02, 1588 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 19 851ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 19 851ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 836 960-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსს 432 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 31 593-ს მიაღწია.
რუსეთში საერთო ჯამში კორონავირუსისგან 1 369 357ადამიანი განიკურნა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან