22:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 22:53:44, 699 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში შევა, იქნება ოლიგარქატი, მონობა, სიბანძე „ფორევერ“

„იქნება ივანიშვილი, ოლიგარქატი, მონობა, განუვითარებლობა, სიბანძე ფორევერ, თუ ჩვენ მივეცით საშუალება მათ შევიდნენ პარლამენტში", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და აქციები იმედისმომცემია.

„ვისაც ახსოვს ვარდების რევოლუცია მან იცის კარგად, რომ ვარდების რევოლუცია ბერვად ნაკლები იყო იმაზე, რაც ახლა საქართველოში დაიწყო. მინდა ვთქვა, რომ ის რაც ახლა ხდება საქართველოში ბევრად უფრო იმედისმომცემია იმიტომ რომ გაერთიანდა მთელი პოლიტიკური სპექტრი. მხარს ვუჭერს ოპოზიციის ინიციატივებს. როდის მოხდა ვარდების რევოლუცია, როცა ხალხი მიხვდა რომ დაეტაკა კედელს, უკუნეთს სადაც იყო შევარდნაძე ფორევერ, ახლა ჩვენ ვართ სიტუაციაში როცა ესაა ივანიშვილი, ოლიგარქატი, მონობა, განუვითარებლობა, სიბანძე, ფორევერ, თუ ჩვენ მივეცით საშუალება მათ შევიდნენ პარლამენტში და ვითომ არაფერი არ ხდება დაიწყონ საქმიანობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics