|
2020-11-09 01:27:34, 560 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან! ხელები შორს საქართველოს მომავლისგან!
ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის რაც ახლა ხდება საქართველოში, არის სამოქალაქო გმირობა. „ძალიან მრავალრიცხოვანი, მშვიდობიანი, ომახიანი აქციის მონაწილეებს, რომელთაც დაანახეს მთელს საქართველოს, რომ იცავენ თითოეული ქართველის ხმას, საქართველოს თავისუფლებას და საქართველოს არსებობას, ისინი არ დაუშვებენ, რომ ოლიგარქმა საბოლოოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა რუსეთის დავალებით. ის, რაც ხდება თბილისში ახლა, რაც ხდება ბათუმში, რაც ხდება მთელს საქართველოში, ეს არის ნამდვილი გმირობა, სამოქალაქო გმირობა თითოეული მონაწილის მხრიდან. ამიტომ, მე მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა, ეს არ არის პარტიული აქცია, თქვენ არ ხართ პოლიტიკოსებისთვის იქ. დავივიწყოთ საერთოდ პოლიტიკოსები, გვარები, სახელები, ამას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველა ვიცავთ საქართველოს და მინდა, მივესალმო ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას. ახლა რასაც ისინი შვებიან, რომ დაიწყეს ძალადობის პირდაპირ გამოყენება და თან, ამას ამართლებენ რაღაც ისტორიული პრეცედენტებით. „იმედზე“ ატრიალებენ 7 ნოემბრის კადრებს და მე მინდა შევახსენო ყველას, 7 ნოემბრის შემდეგ, აქციის დაშლის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ მოაწყვეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს. მინდა შევახსენო ყველას, ვისაც ისტორია არ ახსოვს, 2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები და ჩვენ გადავეცით ძალაუფლება. ივანიშვილმა ახლა წააგო არჩევნები და ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას, აპირებს ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ეს მას არ გამოუვა. რაც უფრო მეტად შეეცდება ამას, მით უფრო ცუდად დაამთავრებს. ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან, ნუ ეპიოტინებით ბინძური ხელებით, რადგან საქართველო არის წმინდათა წმინდა. ჩვენი ხალხის არჩევანი და თავისუფლება არის ყველაზე მაღლა. ყველანაირ თქვენს ღორობაზე, სიხარბეზე და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)