21:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 20:08:35, 562 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია შედგა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია შედგა.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას განცხადებით, ხელისუფლებამ ხვალ საუბარი ისურვა, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება.

„რვა საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომ წამოსულიყვნენ კომპრომისზე ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე, კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და თალაკვაძე-კობახიძეს შორის და ბოლო ინფორმაცია მათთან კონტაქტისა არის ის, რომ ხვალ იქნებ დავილაპარაკოთო, მაშინ როდესაც აქ დგას მთელი ერი. ხელისუფლება ვალდებულია, რომ დღეს დაგველაპარაკოს. მას არ დაეჯერება არც ერთი სიტყვა, სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგან არ სჯერა ჰიპოტეტური დაპირებების. ამიტომ მოქმედების დროა“, - განაცხადა მელია.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე შეკრებილმა ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წარუდგინა და ვადა 20:00 საათამდე მისცა. ოპოზიცია მოითხოვდა ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ცესკოს ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას გადადგომას.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics