|
2015-09-23 18:59:20, 3730 ნახვა
სპორტი
გიგა ბოკერია: დღეს ქვეყანა ერთი პირის მიერ იმართება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. „ეს არის ივანიშვილის პოლიტიკა, მან დაამკვიდრა თავისი პერსონალური მმართველობა, როცა მთელი სახელმწიფო სამსახური, პრემიერმინისტრით დაწყებული და დამთავრებული რიგითი პოლიციელით, რომელსაც აიძულებენ ემსახურონ მას. ამ ვითარებაში ნებისმიერი ინსტიტუტი უნდა იყოს არარელევანტური და ამის დემონსტრირებაა ღარიბაშვილის ნაბიჯები, რომელიც ივანიშვილის დავალებებით მოქმედებს და ამით აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს. იმიტომ, რომ ინსტიტუტებს, მათ შორის უშიშროების საბჭოს აქვს დიდი მნიშვნელობა. წესით ქვეყანა ასე უნდა იმართებოდეს, მაგრამ დღეს ქვეყანა ერთი პირის მიერ იმართება.“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)