21:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 12:35:42, 461 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას 12 000 ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ბევრად ნაკლებს ახერხებენ

ოპოზიციას 12 000 ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა ჩვენი მონაცემებით, ბევრად ნაკლებს ახერხებენ, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას.

მისივე თქმით, აღნიშნულ აქციაზე ესკალაციის საფრთხე არ არის, რადგან ისინი ვერ აფიქრებენ იმ რაოდენობის მობილიზებას, რა რაოდენობასაც ფიქრობენ.

"რეალურად, ოპოზიციის აქციები არავითარი რისკის შემცველი არ არის, გარდა კოვიდის გავრცელებისა. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება და სამწუხაროდ, ამას აპირებენ ახლაც. ეს არის მათი სახე, ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, მათ აქვთ დაახლოებით 12 000 ადამიანის შეკრება გეგმაში, მაგრამ ბევრად ნაკლებს ახერხებენ, ჩვენი მონაცემებით.

ესკალაციის საფრთხე ნამდვილად არ არის, ისინი ვერ ახერხებენ ადამიანების იმ რაოდენობის მობილიზებას, რა რაოდენობასაც ფიქრობენ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics