|
2020-11-07 16:51:47, 714 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა - აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა
საქართველომ ბოლო წლებში შრომის კანონმდებლობის რეფორმირებისა და აღსრულების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 2020 წლის 30 ოქტომბერს აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) მიერ მომზადებული წლის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგად აშშ-სთან არსებული ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა. საქართველოსთვის GSP რეჟიმის შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ – ის პროფკავშირებმა პეტიციით 2010 წელს მიმართა. პეტიციის მომზადების მიზეზი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა, რომელიც, პეტიციის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. აშშ - სთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მხარესა და პროფილურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2013 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს შრომის კანონმდებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან შესაბამისობის მიმართულებით. აღნიშნული წარმატებული თანამშრომლობის შედეგია აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის დასაქმებულთა უფლებების GSP სტანდარტების შესაბამისობასთან რევიზიის დახურვის შესახებ. აშშ - საქართველოს ურთიერთობების ეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამერიკასთან ვაჭრობის განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უწყობს ხელს. საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას სახელზე გაგზავნილ წერილში აშშ სავაჭრო წარმომადგენელი რობერტ ლაითჰაიზერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ მიესალმება შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და მიღწეულ წარმატებას. ის ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან ახალი ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების პროცესში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სამუშაო და მიღებული შედეგი იძლევა დამაჯერებელი ვარაუდის საფუძველს, რომ ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ არა მარტო შეინარჩუნოს სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსი, არამედ დაიწყოს ახალი ეტაპი აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ზოგ ქვეყანას შეუჩერდა სავაჭრო პრეფერენციები, ზოგი ქვეყნისთვის დაიწყო GSP ბენეფიციარი ქვეყნის დასაშვებობის ახალი სამწლიანი შეფასების პროცესი. ანგარიშში დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ 2020 წლის სექტემბერში შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომელთა თანახმადაც შრომის ინსპექციას დაუგეგმავი ინსპექტირების განხორციელების უფლება მიეცა და ასევე მისი მანდატი გავრცელდა საერთაშორისოდ აღიარებული შრომის უფლებების დაცვაზე ეკონომიკის ყველა სექტორში. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2001 წლიდან სარგებლობს აშშ-ს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით - GSP (Generalized System of Preferences), რომელიც აშშ-ს უდიდესი და უძველესი სავაჭრო პრეფერენციათა პროგრამაა. GSP შექმნილია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად, რაც 119 ბენეფიციარ ქვეყნას და ტერიტორიას შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს 3500 დასახელების საქონლის ექსპორტი აშშ-ში ნულოვანი ან შემცირებული საბაჟო განაკვეთით. GSP რეჟიმი მუდმივმოქმედი არ არის და პერიოდულად გადახედვას ექვემდებარება. ამ პრეფერენციების შესანარჩუნებლად, ბენეფიციარი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს/შეესაბამებოდეს დადგენილ კრიტერიუმებს. აშშ-სთან GSP-ით სარგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია შრომითი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიების არსებობა ქვეყანაში.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)