22:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-06 14:59:31, 582 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური რესურსით და შპს სიოლტექთან თანამშრომლობით, გორის სოფელ საქაშეთში, 3 ჰა მიწის ფართობზე, ინტენსიური იტალიური ჯიშის ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღები გაშენდა. დაირგო 2600 ძირი ვაშლი, 1600 ძირი მსხალი და 1000 ძირი ბალი. პროექტის ფარგლებში ტერიტორია სარწყავი სისტემით აღიჭურვა. მეწარმეს უკვე მოძიებული ჰყავს პოტენციური პარტნიორი და წარმოებული ხეხილის საექსპორტო ბაზარზე გატანასაც გეგმავს.

პროექტის საერთო ღირებულება 260 000 ლარზე  მეტია, აქედან შეღავათიანი აგრო სესხის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 220 000 ლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და „შპს სოლიტექთან“ პარტნიორობით, გორის სოფელ საქაშეთში ხეხილის ბაღები გაშენდა. ვაშლის, მსხლის და ბლის ბაღები 3 ჰა მიწის ფართობზეა გადანაწილებული და ბაღის მოვლის ყველა საჭირო პირობითაა უზრუნველყოფილი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ აგრომეურნეობის სფეროში არსებული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მათი განვითარებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics