19:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 17:29:26, 780 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია კობახიძეზე - სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნის განცხადება მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად იზოლირებულია

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ პარტია რომელიც მანდატებზე უარს ამბობს,  სახელმწიფოსაგან დაფიანსება არ უნდა მიიღოს.

ბოკერიას თქმით, კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნის განცხადება მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად იზოლირებულია.

„ამ სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნის განცხადება ივანიშვილის გარემოცვიდან, მიუთითებს იმაზე, თუ როგორი რთულია მათი ვითარება დღეს, როდესაც არიან ბოლომდე იზოლირებულები პოლიტიკურად თუ მორალურად მთელი საზოგადოებისაგან, მისი უდიდესი ნაწილისაგან და ეს ადასტურებს იმას, თუ როგორ უტიფრად გვეუბნება რომ ფული, მუქარა ან ფულის გამოყენება როგორი მთავარი ინსტრუმენტია ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში.

რაც ვნახეთ ამ არჩევნებზე, მთელი ამ არჩევნების განმავლობაში და როგორი ახლომხედველები არიან და ვერ ხედავენ ვითარებას, თუ გონიათ, რომ ევროპული საქართველოსთვის ეს მუქარა რამენაირად შეცვლის პოზიციას ამ პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.

ეს თავისთავად დიაგნოზის ნაწილი არის ქართული ოცნების, ივანიშვილის და მისი გარემოცვის“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics