|
2015-09-23 14:21:34, 955 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო: ყველა პროექტი გეგმის მიხედვით განხორციელდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი არა ლარის გაცვლითი კურსით, არამედ ეკონომიკური ზრდით ითვლება. როგორც სერგეენკომ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, 2016 წლის ბიუჯეტი 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. სერგეენკოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი ყველა პროექტი ძალაშია და ამ კუთხით, არანაირი ცვლილება არ იგეგმება. "ყველა პროექტი ძალაშია, ყველა პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, მისი ერთ-ერთი სამუშაო ვერსიის განხილვაც იყო. ალაბთ, ეკონომიკური გუნდის მინისტრები უფრო ზუსტად იტყვიან, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, ქვეყნის ბიუჯეტის დათვლის დროს, ლარის კურსი არ ითვლება, ითვლება ეკონომიკური ზრდა და ამ მხრივ, 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი 2016 წლის ბიუჯეტი. ვიმეორებ, ლარის კურსით არ ითვლება ბიუჯეტი. ყველა ის მიმდინარე პროექტი, რაც არის დაგეგმილი, წავა გეგმის მიხედვით",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)