2015-09-23 13:53:30, 527 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: თბილისში საცობები ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა გამოიწვია
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია, ვინაიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
„რამდენიმე ქუჩაზე გვაქვს შეზღუდვები, ვინაიდან აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე მოძრაობები გადართულია სხვადასხვა მიმართულებით. ასევე არის ორი ხიდი, რომელიც შემოწმების შედეგად აღმოჩნდა მკვეთრად ავარიული და ჩვენ სასწრაფო წესით დავიწყეთ მისი რეაბილიტაცია“, - აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან