13:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 13:15:50, 588 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - გამორიცხულია შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის სიმბოლოა

სასამართლოს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ დავემორჩილები, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ელექტრონული სამაჯური რომელის ტარებაც მას მართლმსაჯულებამ დააკისრა უსამართლობის სიმბოლოა და მას აღარ ატარებს.

"საარჩევნო უბნები იხსნება და მერე არბევენ კრიმინალური დაჯგუფებები არბევენ უბნებს შეიარაღებულები და არავინ აღარ ისჯება ამის გამო და არჩევნები არ ტარდება. ის, რომ გედავება ივანიშვილი სამაჯური მაჯაზე რატომ არ გიკეთია, ეს ყოფილა უმძიმესი დანაშაული მისი გადმოსახედიდან, მინდა დავამშვიდო, რომ ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. გამორიცხულია შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის სიმბოლოა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ დავემორჩილები," - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics