|
2020-11-02 12:23:53, 2577 ნახვა
მაიკლ კარპენტერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს შეფასებას სამართლიანს უწოდებს
„პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს შეფასებას სამართლიანს უწოდებს. მაიკლ კარპენტერი იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის შემდეგ მთავრობებს ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ. „როგორც ჩანს, ეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი შეფასებაა. იმედი მაქვს, რომ აშშ-სა და საქართველოს შემდეგ ადმინისტრაციებს საშუალება ექნებათ გააძლიერონ ურთიერთობები“, – წერს კარპენტერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" და საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას აზიარებს. ცნობისთვის, გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და საქართველოში მიმდინარე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)